უნიკალური მოვლენა - დღეს მთვარე ყველაზე ხანგრძლივად დაბნელდება
ამობეჭდვა · 27 / 07 / 2018 12:49
უნიკალური მოვლენა - დღეს მთვარე ყველაზე ხანგრძლივად დაბნელდება

დღეს, 27 ივ­ლი­სს მთვარე ყველაზე ხანგრძლივად დაბნელდება. სრული დაბნელების ხანგრძლივობა 1 საათსა და 43 წუთს გასტანს, ხოლო ნაწილობრივი დაბნელება - 3 საათსა და 55 წუთს. NASA-ს ცნობით, ეს იქნება 21-ე საუკუნის მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება. 

მთვარის სრული დაბნელების ფაზა გრინვიჩის დროით 20:21 საათზე (თბილისის დროით 00:21 სთ) დაიწყება.

გარდა ამისა, 27 ივლისს მთვარე დედამიწისგან მაქსიმალურად იქნება დაშორებული.

ტეგები