ზაზა გაბუნიამ სანზონაში, ბუაჩიძის ქუჩაზე ხანძრით დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა
ამობეჭდვა · 27 / 07 / 2018 13:59
ზაზა გაბუნიამ სანზონაში, ბუაჩიძის ქუჩაზე ხანძრით დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქის და სანზონის მაჟორიტარმა ზაზა გაბუნიამ სანზონაში, ბუაჩიძის ქუჩაზე ხანძრით დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციის სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.

ბუაჩიძის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია და საჭირო გახდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

სადარბაზოს სარემონტო სამუშაოებს ნაძალადევის გამგეობა 300 კვ.მ ფართობზე ახორციელებს.

ტეგები