სამეგრელოში მოსახლეობა თხილის დაბალი ფასის გამო სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს
ამობეჭდვა · 28 / 07 / 2018 18:17
სამეგრელოში მოსახლეობა თხილის დაბალი ფასის გამო სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავჯდომარე  გიორგი თოდუა ამბობს, რომ ფაროსანას კუთხით შედეგი შარშანდელთან შედარებით გაცილებით კარგია. მისი თქმით, მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ფაროსანას პოპულაცია შემცირებულია. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.
 
მეთხილეები მთავარ პრობლემად თხილის ფასს ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ თხილის ფასი ძალიან დაბალია და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. წალენჯიხაში შეკრებილ ფერმერებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმ უთხრა, რომ სახელმწიფო ფასის განსაზღვრაში ვერ ჩაერევა, ფასს ბაზარი განსაზღვრავს.
 
თხილის მოსავლის აღება სამეგრელოში აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყება.