ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 4 პროცენტი შეადგინა
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2018 11:50
ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 4 პროცენტი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 4 პროცენტი შეადგინა. 

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის დარგებში.

უწყების ცნობით, მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6 პროცენტი შეადგინა, 6 თვეში კი 5,7 პროცენტი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაისში დაფიქსირდა და 7,5 პროცენტი შეადგინა.

ტეგები