"მიზეზის დასახელება არ შეგვიძლია" - მალაიზიამ ავიარეის MH370-ის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დასკვნა დადო
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2018 16:07
"მიზეზის დასახელება არ შეგვიძლია" - მალაიზიამ ავიარეის MH370-ის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დასკვნა დადო

მალაიზიის ხელისუფლებამ, 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების რეისს MH370-ის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები წარმოადგინა.

მალაიზიის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დადებული დასკვნა, გაუჩინარებული თვითმფრინავის მგზავრების ახლობლებს დღეს წარედგინათ.

MH370-ის პილოტის დის, საკინაბ შაჰის განცხადებით, დასკვნაში უარყოფილია ვერსია, რომ თვითმფრინავი მისმა ძმამ მიზანმიმართულად ან შემთხვევით ოკეანის მიმართულებით წაიყვანა.

პრესკონფერენციაზე მთავარმა გამომძიებელმა, კუკ სუ ჩონმა განაცხადა, რომ ეს არ არის ბოლო დასკვნა. ამასთან აღნიშნა, რომ ამ დასკვნის მომზადებაში 7 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი. დასკვნის მიხედვით, თვითმფრინავის გაუჩინარების ზუსტი მიზეზი დაუზუსტებელია.

გამომძიებლის თქმით, გაუჩინარების დროს თვითმფრინავი ხელის მართვის რეჟიმზე იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ რა მოხდა, უცნობია.

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH370, რომელიც კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით მიფრინავდა, 2014 წელს გაუჩინარდა.

ტეგები