ფილიპინებში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2018 18:43
ფილიპინებში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში, კუნძულ ლუსონზე წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიკარგა და ერთი დაშავდა.

სტიქია დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს შეეხო, აქედან 550 ათასი ადამიანი დახმარებას საევაკუაციო ცენტრში იღებს.

წყალდიდობა ქვეყნის 754 რაიონში დაფიქსირდა.

ტეგები