სამგორში 5 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2018 19:40
სამგორში 5 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო

სამგორის რაიონში 5 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო. თითოეულ ზონაში 10 ტრენაჟორია დამონტაჟებული.

აღიშნული ფიტნეს ზონები გიორგი აბაშვილის ქუჩის №3-ში, ჯავახეთის ქუჩის პირველი შესახვევში, №1 კორპუსის მიმდებარედ; ვარკეთილი 3-ში, მე-4
მიკრორაიონის, №420 და №425 კორპუსების მიმდებარედ; ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩის № 18-ის მიმდებარე სკვერში; დიდ ლილოში, ერეკლე მეორის ქუჩის №43-ის მიმდებარე სკვერში.

2018 წელს სამგორის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა მისამართზე ჯამში 12 ფიტნეს ზონა მოაწყო.

ტეგები