31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2018 22:22
31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული პროექტების მოგვარება/დასრულებას. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. გვიან მოერიდეთ მგზავრობას.

კურო
დილა აუცილებელი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, კონტაქტებსა და მგზავრობას საღამოს საათებში. ბრმად ნუ ენდობით მეგობრებსაც კი.

ტყუპი
განმარტოება და რელაქსაცია მოგინდებათ. თუმცა, საქმეების გამო ვერ მოისვენებთ. ძილის წინ მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.

კირჩხიბი
მშვიდი, ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. საიდუმლოებები არავის გაუმხილოთ. გული მხოლოდ დღიურს "გადაუშალეთ".

ლომი
ნუ დახარჯავთ დროს არაფრისმომცემ გასართობზე. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. არ ენდოთ გადაუდებელ ინფორმაციას. შეიძლება შეგნებულად მოგატყუოთ ვინმენ.

ქალწული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან. საზღვარგარეთ მცხოვრებთანაც კი. არავის არაფერი არ დაპირდეთ. ნუ გააკეთებთ არჩევანს.

სასწორი
განსაკუთრებულ ცვლილებებს ნუ ელით. გადაღლილობისა და მოწყენილობის გამო განმარტოება მოგინდებათ. ზოგიერთი საზღვარგარეთ მოგზაურობაზე დაფიქრდება.

მორიელი
მხოლოდ ერთგულ პარტნიორებს ენდეთ. ყური არ დაუგდოთ სხვების სიტყვებს, ჭორებს. საღამოს მოერიდეთ ილუზიებში, ფანტაზიებში გადავარდნას.

მშვილდოსანი
დაძლიეთ სიზარმაცე, დაღლილობა და აუცილებელი საქმეები, ვალდებულებები მაინც შეასრულეთ. მოერიდეთ აზარტს. განსაკუთრებით ნოემბერში დაბადებულები.

თხის რქა
ეცადეთ, არავის გაეჯიბროთ და ეკამათოთ. მეტად დაისვენეთ. გაინებივრეთ საკუთარი თავი. სხვისი შექების გარეშეც იცით, რომ ნიჭიერი ხართ.

მერწყული
ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. საღამოს მოსალოდნელია განწყობისა და სიტუაციის ცვლილება. საქმიანი ადამიანები მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებს.

თევზები
მოდუნებული და მეოცნებე ხართ. გაგიჭირდებათ სერიოზული საქმეების მოგვარება. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოერიდეთ გაურკვევლობებს ურთიერთობებში.

ტეგები