"ალუდა ქეთელაური" იაპონურად ითარგმნა
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2018 11:54
"ალუდა ქეთელაური" იაპონურად ითარგმნა

იაპონელმა ლინგვისტმა და ენათმეცნიერმა იასუჰირო კოჯიმამ ვაჟა-ფშაველას პოემა "ალუდა ქეთელაური" იაპონურად თარგმნა. "ალუდა ქეთელაურის" გარდა, ვაჟას პოემებიდან მან "სტუმარ მასპინძელი" და "გველის მჭამელი," ხოლო მოთხრობებიდან "შვლის ნუკრის ნაამბობი," "ვერხვი" და "ჩხიკვთა ქორწილიც" თარგმნა და ერთ წიგნად გამოსცა.

იასუჰირო კოჯიმა 2000-2002 წლებში საქართველოში ჩამოვიდა, მას ქართველი მეუღლე ყავს. ის თსუ-ის ასპირანტურაში ქართულს და კავკასიურ ენებს სწავლობდა. ქართულის გარდა მან ასევე შეისწავლა მეგრული, სვანური, ჩეჩნური.

იასუჰირო იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე წლებია აქტიურად ზრუნავს. შემოდგომაზე ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალს აწყობს, სადაც იაპონელი მაყურებელი ოცამდე ძველ და თანამედროვე ქართულ ფილმს იხილავს.

Nino Zhvania-ს ფოტო.

ტეგები