თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაასრულეს
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2018 14:27
თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაასრულეს

თბილისში მოქმედი საზაფხულო ბაღები დღეს დაიხურა. 2-დან 31 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქის მასშტაბით, 40 საჯარო ბაგა-ბაღი საზაფხულო ბაღების პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებდა. პროექტის ფარგლებშიო, მომსახურება 13 000-მა აღსაზრდელმა მიიღო.

სტანდარტული სწავლებისგან განსხვავებით, საზაფხულო ბაღების პროგრამა, ძირითადად, გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული - იმართებოდა მრავალფეროვანი აქტივობები: სპორტული თამაშები, მხიარული სტარტები, კონცერტები და სპექტაკლები.

პროექტი პატარებისთვის მუსიკალურ-გასართობი ღონისძიებებით დასრულდა. საზაფხულო ბაღები თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივი

სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ბაღების მომსახურების მიწოდებას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ივლისის თვეში ვერ ახერხებენ ქალაქიდან გასვლას.