სამგორის რაიონში ოთხი სკვერი ეწყობა
ამობეჭდვა · 01 / 08 / 2018 10:41
სამგორის რაიონში ოთხი სკვერი ეწყობა

სამგორის რაიონში ოთხი ახალი სკვერის ეწყობა. მათ შორის, ბოგდან ხმელნიცკის N181-ის მიმდებარედ, სადაც სკამები და ფანჩატური დაიდგმება. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს გარდაბნის გზატკეცილსა და მოსკოვის გამზირის N14-ის მიმდებარედ, სადაც ამ ეტაპზე განათების მოძები მონტაჟდება. უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა კუპრაძის ქუჩაზე N60-ის მიმდებარედ. 
 
მიმდინარე და დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერა. 
 
სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 12 სკვერის მოწყობა დაასრულა, სამ სკვერში კი სამუშაოები მიმდინარეობს.