მარგველაშვილს იმის კაცობაც არ ეყო, რომ დროზე დაენიშნა არჩევნები - მიხეილ სააკაშვილი
ამობეჭდვა · 01 / 08 / 2018 21:16
მარგველაშვილს იმის კაცობაც არ ეყო, რომ დროზე დაენიშნა არჩევნები - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს იმის კაცობაც არ ეყო, რომ დროზე დაენიშნა არჩევნები.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„როგორც იქნა, მარგველაშვილმა გამოაცხადა საარჩევნო თარიღი, იმის კაცობაც არ ეყო, რომ დროზე დაენიშნა არჩევნები. რაც უფრო დროზე იქნება, მით უფრო მალე მოვიგებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს პირველივე ტურში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 

ტეგები