კოჯრის სამხედრო ნაწილში დაშავებულ ხუთ ჯარისკაცთაგან ერთ-ერთს ოპერაცია ჩაუტარდა
ამობეჭდვა · 02 / 08 / 2018 00:19
კოჯრის სამხედრო ნაწილში დაშავებულ ხუთ ჯარისკაცთაგან ერთ-ერთს ოპერაცია ჩაუტარდა

ბოლო ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ნაწილში ხუთი ჯარისკაცი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახრზე დაყრდნობით  ავრცელებს.

ერთ-ერთ მათგანს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

მეორე დაშავებული „ამტელ ჰოსპიტალში“ მიიყვანეს. კიდევ ერთი სამხედრო პირი კი, რომელსაც მცირე დაზიანებები ჰქონდა, პროფილაქტიკური კვლევებისთვის „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულ სამხედროს, მათ შემოწმება ჩაუტარდათ და კლინიკიდან უკვე გაწერეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს დაპირისპირების დროს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა.

თავდაპირველად, თავდაცვის სამინისტროში 1Tv.ge-ს განუცხადეს, რომ კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს დაშავებული ოთხი სამხედრო მოსამსახურე იყო კლინიკაში გადაყვანილი

ტეგები