ატენის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 02 / 08 / 2018 14:12
ატენის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ატენის N16-სა და N6-8-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ასფალტის ახალი საფარი ერთ მონაკვეთზე უკვე დაიგო. ამ ეტაპზე კი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მიწისქვეშა კომუნიკაციის შეკეთება სრულდება, რის შემდეგაც, საგზაო სამუშაოები დანარჩენ ტერიტორიაზე გაგრძელდება. 

პროექტის მიხედვით, ატენის ქუჩაზე 3090 მ2 ფართობის გზა განახლდება, რაზეც  გამგეობის ბიუჯეტიდან 146 910 ლარია გამოყოფილი. შიდა გზის რეაბილიტაცია განხორციელდა ასევე, შატბერაშვილის პირველ შესახვევში. 

მიმდინარე და დასრულებულ საგზაო პროექტებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.