გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე ლიფტის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2018 11:58
გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე ლიფტის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, ხუთ მისამართზე ლიფტის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. 

რეაბილიტაცია გლდანის ა მიკრორაიონის N52 კორპუსის პირველი სადარბაზოს, პირველი მიკრორაიონის N10 კორპუსის პირველი სადარბაზოს, მესამე მიკრორაიონისის N68 ა კორპუსის მესამე სადარბაზოს, გლდანის ხევის N9 კორპუსის მეორე სადარბაზოსა და მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N29 კორპუსის მერვე სადარბაზოს ლიფტებს ჩაუტარდა.   

ლიფტების შეკეთების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა.  დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო. 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა  ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.  

აღნიშნული წესის მიხედვით, მესამე მიკრორაიონის N68 ა კორპუსის ამხანაგობამ, რომელსაც გამგეობამ ლიფტის რეაბილიტაციის სამუშაოები დაუფინანსა, შეგროვებული  10%-ით  სადარბაზოს რემონტი განახორციელა.