ხვიჩიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2018 15:08
ხვიჩიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო განათების სისტემა, სავალი ბილიკები ფილებით მოპირკეთდა, გამწვანების ზოლებში კი, რულონური ბალახის საფარი დაიგო. 

სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა, რომლის დროსაც, სხვადასხვა სახის მცენარეები დაირგო. ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა ყველა შესაბამისი ინფრასტუქტურა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მე-6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.

„ჩვენი მიზანია, საბურთალოზე რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და კეთილმოწყობილი ადგილი არსებობდეს. წლების განმავლობაში, ეს ადგილი მოუწესრიგებელი იყო. ახლა კი, მოსახლეობა განახლებულ, კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტი გამგეობის დაკვეთით, კომპანია შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა, რომელიც 180 000 ლარით დაფინანსდა.