სტამბოლში ძალოვნებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 38 პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2018 16:16
სტამბოლში ძალოვნებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 38 პირი დააკავეს

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლში - ძალოვანებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 38 პირი დააკავეს. ოპერაცია ერთდროულად 12 მისამართზე ჩატარდა. სპეცსამსახურების ინფორმაციით, ყველა დაკავებული უცხოელია, თუმცა რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი უცნობია.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს მჭიდრო კავშირი აქვთ "ისლამურ სახელმწიფოსთან". სპეცოპერაცია კი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა.

სპეცსამსახურების ცნობით, დაკავებულები სტამბოლის ხალხმრავალ ადგილებში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. მათი საცხოვრებლებიდან ძალოვანებმა ISIS-ის პროპაგანდისტული დოკუმენტაცია და ციფრული მასალები ამოიღეს.