ავღანეთში მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2018 18:52
ავღანეთში მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

ავღანეთის ერთ-ერთ მეჩეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. აფეთქების შედეგად 81 ადამიანია დაშავებული, მათგან 21-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალაქ გარდეზის მეჩეთში ორმა თერორისტმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების მომენტში მეჩეთში 600 ადამიანი იმყოფებოდა.

ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აუღია.

ტეგები