მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია (ფოტო)
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2018 19:13
მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია (ფოტო)

მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

​ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

ვითარება ექვემდებარება კონტროლს. არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

ტეგები