მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძრისას, ჩვილი გადაარჩინა, დაჯილდოვდა (ფოტო)
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2018 19:44
მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძრისას, ჩვილი გადაარჩინა, დაჯილდოვდა (ფოტო)

მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას, ჩვილი გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა.

შალვა ხუციშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის მეხანძრე-მაშველს მადლობა გადაუხდა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ალექსანდრე შუკვანს ფულადი ჯილდო გადაეცემა.

უწყების ცნობითვე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გაგზავნის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

ტეგები