რამ გამოიწვია ნენსკრას კატასტროფული ადიდება? - სეისმური მონიტორინგის ცენტრის განმარტება (ვიდეო)
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2018 23:17

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ნენსკრას ხეობის ლანდშაფტზე მყინვარული ტბიდან დაწყებული მოვლენების გავლენის შესახებ გრაფიკას და ინფორმაციას ავრცელებს.

"ნენსკრას ხეობაში, 5 ივლისს მომხდარი კატასტროფის მიზეზების შესწავლისას, სატელიტურმა მონაცემებმა გვაჩვენა რომ თოვლის და მყინვარების სეზონურმა დნობამ და 4 ივლისის ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია მდ. ნენსკრას აუზის მდინარეების ადიდება. თუმცა, კატასტროფამდე და კატასტროფის შემდეგ გადაღებული სატელიტური გამოსახულებების დეტალური ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მდ. ნენსკრას განსაკუთრებული, კატასტროფული ადიდება გამოიწვია მის მარჯვენა შენაკად მდ. ჰოკრილას ერთ-ერთ სათავეში ახალწარმოქმნილ მყინვარულ ტბაზე განვითარებულმა მოვლენებმა რომლებიც დამატებით კვლევას საჭიროებს.", - ნათქვამია განცხადებაში.


 

ტეგები