5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 04 / 08 / 2018 21:34
5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სხვა დღისთვის გადადეთ ურთიერთობის გარკვევა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, მისამართის შეცვლა. არავის აწყენინოთ დაუფიქრებელად ნათქვამი სიტყვით.

კურო
დილა ყოველდღიური საგნების, პროდუქტების ყიდვას, კონტაქტებს დაუთმეთ. შეიძლება განახლდეს მიმოწერა ახლობლებთან. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
საქმიანი მიმოწერა, საყიდლები და რჩევები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. მგზავრობისას მოსალოდნელია შეფერხება, დაგვიანება.

კირჩხიბი
თუ საკუთარ თავთან არ იქნებით ჰარმონიული, კარგ ურთიერთობას გარშემო მყოფებთანაც ვერ შეძლებთ. ნუ ჩაიციკლებით უსიამოვნებებზე. მოერიდეთ ჭორების გავრცელებას.

ლომი
მეტად დაუგდეთ ყური ახლობლების რჩევებს. ყველა მნიშვნელოვანი საქმე ხვალ დილისთვის გადადეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
კარგი დღეა კოლექტიური თათბირის მოსაწყობას. დღის განმავლობაში მოსალოდნელია მიმოსვლები. საქმიანი შეხვედრები არაფორმალურ გარემოში დაგეგმეთ.

სასწორი
ისე იმოქმედეთ, რომ არ შეილახოთ რეპუტაცია. თქვენს სიტყვას და ფრაზებს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება. შეიძლება მოლაპარაკებებში, კოლეგებთან მიმოწერაში მიიღოთ მონაწილეობა.

მორიელი
დილა მიმოწერას, გადაადგილებას, მოლაპარაკებებსა და სწრაფ გარიგებებს დაუთმეთ. ნოემბერში დაბადებულებს გეკრძალებათ პესიმისტური განწყობა.

მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საღამოს "ბედნიერი ადამიანის" ნიღაბი მოირგეთ. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახში.

თხის რქა
მხოლოდ სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ყველას ნათქვამს. საღამო მშვიდ, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

მერწყული
სწრაფად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. მოაწესრიგეთ ქვითრები, საგადასახადო საბუთები. კარგი დღე ელით დოკუმენტებთან და ინფორმაციასთან მომუშავე ნიშნებს.

თევზები
საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ ლიტერატურული ნიჭი. შეიძლება თქვენი მხარდაჭერა ახლობელს დასჭირდეს. დასვენებას თვალსაწიერის გაფართოებაც უნდა შეუთავსოთ. 

ტეგები