საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი 93:47 დაამარცხა
ამობეჭდვა · 04 / 08 / 2018 21:41
საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი 93:47 დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ალბანეთი 93:47 დაამარცხა, რითაც მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. 

ალბანეთთან 46 ქულით მოგებულ მატჩში საქართველოს ნაკრებს საბა გიგიბერიამ ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. 19 ქულით და 4 ჩაჭრით გამოირჩა დავით კაკუშაძე, ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.

მოგების მიუხედავად, ტურნირის განმავლობსაში განცდილი წაგებების გამო, ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდისთვის მაქსიმუმი მხოლოდ 21-ე ადგილის დაკავებაა.  ხვალ, 5 აგვისტოს ტურნირის ბოლო, 21-ე ადგილისთვის მატჩში დანიას შეხვდება.

 

ტეგები