ვენესუელის პრეზიდენტზე თავდასხმა მოხდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2018 10:02

კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე თავდასხმა მოხდა. ინციდენტი ნაციონალური გვარდიის შექმნის წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე მაშინ მოხდა, როდესაც მადურო სიტყვით გამოდიოდა.

აფეთქების შემდეგ დაცვამ პრეზიდენტის ევაკუაცია მოახდინა. აფეთქებისთვის მფრინავი დრონი გამოიყენეს, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აფეთქებისას 6 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, თავად პრეზიდენტი არ დაშავებულა.

მოგვიენებით ვენესუელის პრეზიდენტმა მასზე თავდასხმაში მეზობელი კოლუმბია დაადანაშაულა. ბრალდებას კოლუმბია უარყოფს.

55 წლის ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტს უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლიდან იკავებს. არაერთი საპროტესტო აქციისა და ვენესუელის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მადურო თანამდებობაზე რჩება. ის პრეზიდენტის პოსტზე მორიგი ვადით მაისში აირჩიეს. აშშ-მ და ევროკავშირმა ამ არჩევნებს უსამართლო უწოდეს.


 

ტეგები