ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას - ლინას ლინკევიჩუსი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს თანადგომას უცხადებს
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2018 12:56
ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას - ლინას ლინკევიჩუსი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს თანადგომას უცხადებს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართვლოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

„რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორცილებული აგრესიიდან 10 წელი გავიდა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ხვალ პოლონელ და ლატვიელ კოლეგებთან, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერთან ერთად ჩავდივარ თბილისში, რათა ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოვუცხადო“, – ამბობს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო“, – აცხადებს პოლიტიკოსი ქართულ ენაზე.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი იყო. 5-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად არაერთი ადამიანი დაიღუპა, ასევე ასობით ადამიანი დევნილად იქცა. კრემლმა კი საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა.

 

ტეგები