ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა - პატრიარქი
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2018 14:54
ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა - პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობის ტოლფასია. ამის შესახებ უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეები, ვინც მარიხუანაზე გადაწყვეტილება მიიღეს, ზეგავლენის ქვეშ იყვნენ.

„ნებადართული გახდა ნარკოტკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება, ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის, ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკებს. ეს არის მტრობა ჩვენი ერისა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებისდართვა ნარკოტიკებზე, ისინი თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე სტრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ, გამოეტანათ ეს დადგენილება“, - ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა.

ტეგები