პატრიარქი მოუწოდებს მთავრობასა და საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ სამშობლოს
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2018 15:02
პატრიარქი მოუწოდებს მთავრობასა და საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ სამშობლოს

პატრიარქმა მოუწოდა მთავრობას, ინტელიგენციას და ახალგაზრდებს, გაუფრთხილდნენ სამშობლოს. ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ნარკოტიკებზე საუბრისას განაცხადა.ამის შესახებ 1tv.ge წერს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, გამოიწვევს იმ ახალგაზრდების ჩამოსვლას მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრების კალაპოტიდან არიან ამოვარდნილი, შეიქმნება ცენტრი ნარკოტიკების. მივმართავ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, ჩვენს შვილებს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების გასინჯვა უკვე დასაწყისია დაცემისა. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დავუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, მოგცეთ სიბრძნე. ამიტომ ვთხოვე მუფეს, წაეკითხა ეკლესიასტე და გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში ერთი თავი წიკითოთ სიბრძნე სოლომონისა. ღმერთმა დაგლოცოთ“,- განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა.
 

ტეგები