თბილისში პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან ხანძარია
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2018 15:17
თბილისში პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან ხანძარია

თბილისში, ისანში, პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან საბურავები და ხმელი ბალახი იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 250 კვ მ საბურავები და ბალახი 500 კვ. მ.

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს .

ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტეგები