დეკანოზი მამალაძე არის მძევალი - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2018 15:56
დეკანოზი მამალაძე არის მძევალი - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს"

"დეკანოზი მამალაძე არის მძევალი. მისი ციხეში გატარებული ყოველი დღე არის ქართული სახელმწიფოს სირცხვილი, და, მასთან ერთად, ქართული ეკლესიისთვის მიყენებული აღუდგენელი ზიანი.

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოიყენეთ კონსტიტუციით მხოლოდ თქვენთვის მონიჭებული უფლებამოსილება, შეიწყალეთ დეკანოზი მამალაძე და ამით გადაარჩინეთ არა ის, არამედ ქართული დემოკრატია და ასევე ჩამოწმინდეთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას საუკუნის სირცხვილი.

გიორგი მაარგველაშვილი თქვენ უფლებამოსილი ხართ! თქვენ ვალდებული ხართ!", - წერს გვარამია ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები