მიხეილ ხუბუტიას შვილის სუიციდის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2018 19:24
მიხეილ ხუბუტიას შვილის სუიციდის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას შვილის, ნიკოლოზ ხუბუტიას თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორ რუსული მედია წერს, ნიკოლოზ ხუბუტიამ თავი დაახლოებით ერთი დღის წინ მოიკლა, თუმცა მისი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, დღეს დილით, როდესაც დამლაგებელი მივიდა, ნიკოლოზ ხუბუტიას ბინის კარი დაკეტილი დახვდა. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გარეთ იცდიდა, რის შემდეგაც მან მაშველები გამოიძახა. კარის გაღების შემდეგ, მათ ხუბუტიას ცხედარი აღმოაჩინეს. მის გვერდით მამის იარაღი იდო. ცხედრის იდენტიფიკაცია მხოლოდ დოკუმენტების საშუალებით გახდა შესაძლებელი.

ნიკოლოზ ხუბუტიას სიუციდის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ის რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას შვილია.

ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ხუბუტია "რუსეთში ქართველთა კავშირის" დამფუძნებელი და პარტია "ედინნაია რასიას" წევრია.

 

ტეგები