მუხიანის სარაგბო კომპლექსში ჭერის ჩანგრევის ფაქტს თბილისის მერია შეისწავლის
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2018 00:57
მუხიანის სარაგბო კომპლექსში ჭერის ჩანგრევის ფაქტს თბილისის მერია შეისწავლის

მუხიანის სარაგბო კომპლექსში ჭერის ჩამოინგრევის საკითხს თბილისის მერია შეისწავლის. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

სარაგბო კომპლექსში სამშენებლო სამუშაოები კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ჩაატარა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კომპანია ყველა აღდგენით სამუშაოს დააფინანსებს, ხოლო მერიის წარომადგენლები მომხდარის მიზეზს დეტალურად შეისწავლიან.

სარაგბო კომპლექსის მშენებლობა 2017 წელს, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დასრულდა. მიმდინარე წლის იანვარში, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ კი კომპლექსის დათვალიერების შემდეგ სამშენებლო კომპანიის მუშაობა გააკრიტიკა და მათ ხარვეზების გამოსწორებაც დაავალა.

შეგახსენებთ, რომ ჭერი სარაგბო კომპლექსში დღეს ჩამოინგრა. ინციდენტის დროს ოთახში საფეხბურთო კლუბ „შევარდენი-1906“-ის წევრები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტეგები