საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულება - დიმიტრი მედვედევი
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2018 11:00
საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულება - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება.

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლა საშინელი კონფლიქტის პროვოცირებას გამოიწვევს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის კონფლიქტი, რომელშიც რუსეთიც ჩაერთო, შეიძლებოდა არც მოხდარიყო. „ეს კონფლიქტი გარდაუვალი არ ყოფილა“, – განაცხადა მედვედევმა.