7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2018 20:49
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დღეა გონებრივად და ფიზიკურად დასვენებისთვის. გაერთეთ ბავშვებთან ერთად. 

 

კურო

ოჯახში ცვლილებების გამო მეტი დაკვირვება და დიპლომატია გმართებთ. საკუთარი თავის გარდა ნურავის ენდობით. 

 

ტყუპი

კარგი დღეა დასვენებისა და სიამოვნებით ტკბობისთვის. ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან. 

 

კირჩხიბი

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. შვილებთან ერთად იმხიარულეთ. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი. 

 

ლომი

დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. გაინებივრეთ საკუთარი თავი გემრიელი სადილით. ლამაზი სამოსით, ძვირფასი აქსესუარით. 

 

ქალწული

ჯერ საკუთარ თავზე იზრუნეთ. შემდეგ - გარშემო მყოფებზე. ცვლილებების, პრიორიტეტების გადახედვის დღეა. 

 

სასწორი

გააქტიურდით, ნუ იდგებით ჩრდილში. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

 

მორიელი

კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, სწავლისთვის. ზოგიერთი საკუთარი ფირმის, კომპანიის შექმნაზე დაფიქრდება. 

 

მშვილდოსანი

მეტი დრო დაუთმეთ მოგზაურობას, სპორტს, შემოქმედებას. ფულის ფლანგვის გარეშეც შეიძლება თავი ბედნიერად იგრძნოთ. 

 

თხის რქა

გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. პოზიტიური განწყობა და დიპლომატიურობა უამრავი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. 

 

მერწყული

მოერიდეთ კონკურენციას, ჭორების გავრცელებას. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, თვალსაწიერის გაფართოებას. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

 

თევზები

ნუ დააღვევთ კანონს, მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. კარგი დღეა დასვენებისა და ბავშვებთან ერთად მხიარულობისთვის.