"ქართულ რესტორანში მოგვიგზავნეს მიმტანი, მენეჯერი, დაცვა, თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრასპარანტი"
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2018 10:25
"ქართულ რესტორანში მოგვიგზავნეს მიმტანი, მენეჯერი, დაცვა, თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრასპარანტი"

"რუსეთის მიერ ცხვინვალის რეგიონის ოკუპირების 10 წლის თავზე ქართულ რესტორან Machakhela - Samikitnoში თავისუფლების მოედანზე ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსები თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრასპარანტი. მიზეზი ამის შემდეგი: მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი "პატრიოტი" შემოვიდეს... მოუხედავად იმისა რომ ჩვენ მაგიდასთან მოვიდნენ იქ მსხდომი რუსი ტურისტები და ოდნავ დარცხვენით გვითხრეს რომ რუსეთიდან არიან და მათაც არ უყვართ პუტინი. სამწუხაროდ მართლაც ოკუპირებული გვაქვს მენტალიტეტი გაცილებით მეტი პროცენტით ვიდრე ტერიტორიები...პრობლემა ჩვენშია ძალიან დიდი.

p.s პროფესიული რჩევაც მივეცით რომ გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ ეს საქციელი ვიდრე რამდენიმე "პატრიოტი" რუსი სტუმრის წყენინება", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.