დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში ოკუპაციის გაპროტესტებისას ინციდენტი მოხდა
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2018 10:50
დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში ოკუპაციის გაპროტესტებისას ინციდენტი მოხდა

დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე გამოფენის მიმდინარეობისას ერთი პირი მივიდა, რომელმაც იქ შეკრებილ ადამიანებს NATO-ს პროპაგანდის მსხვერპლები უწოდა. აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა დააკავეს და საელჩოდან გაიყვანეს.

ჟურნალისტი თამარ კარელიძე, რომელიც ინციდენტი დროს ადგილზე იმყოფებოდა აცხადებს, რომ ეს პირი სპუტნიკის თანამშრომელი იყო. სპუტნიკი რუსეთის სახელმწიფოს პროპაგანდისტული მედიაა.