"სალომე ზურაბიშვილისთვის პუტინის და რუსული მხარის გულის მოგება უფრო მნიშვნელოვანია..."
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2018 19:36
"სალომე ზურაბიშვილისთვის პუტინის და რუსული მხარის გულის მოგება უფრო მნიშვნელოვანია..."

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვისას აკეთებს უკიდურესად არაპოპულარულ, რომ არ ვთქვათ - მოღალატურ, განცხადებას, სადაც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, შეუძლებელია ქალბატონმა სალომემ არ იცოდეს რომ ეს განცხადება მას ნეგატივისა და ხმების დაკარგვის გარდა არაფერს მოუტანს, პოზიტივზე და დივიდენდებზე ლაპარაკიც აღარ არის. მაგრამ მაინც აკეთებს! ქალბატონი სალომე სულელი ნამდვილად არ არის. ქართულ პოლიტიკაშიც დიდი ხანია და საერთაშორისო პოლიტიკურ სამზარეულოსაც შესანიშნავად იცნობს, და კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებები.

ესე იგი, გვაქვს ასეთი მოცემულობა: პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბიშვილმა იცის, რომ შიდაპოლიტიკურად დამაზიანებელ, წამგებიან განცხადებას აკეთებს, რომელიც ამავე დროს არ შეესაბამება სინამდვილეს. ანუ, ჭეშმარიტების სიყვარულზე აპელირებაც არ გამოვა. ამავდროულად, ამას სჩადის პირდაპირ საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისში, რითაც თავის მოწინააღმდეგეებსა და მტრებს უტყუარ კოზირს აძლევს ხელში!

საოცრება! რატომ, ვისთვის, რისთვის,ვის აწყობს ქალბატონი სალომეს ასეთი ნაბიჯები? არსებობს მხოლოდ ერთი ძალა დედამიწის ზურგზე, ვისაც აწყობს ეს ყველაფერი და ესაა ვლადიმერ პუტინი; რომელიც დღეს სასწრაფოდ გამოეხმაურა ამ ყველაფერს.

ესე იგი, ქალბატონი სალომესთვის პუტინის და რუსული მხარის გულის მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართული საზოგადოების ხმები? ასე გამოდის. და კიდევ, გამოდის, რომ ქალბატონმა სალომემ იცის: საქართველოში არჩევნებში გამარჯვებისათვის პრაგმატულად რუსეთის კეთილგანწყობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართული საზოგადოების სიმპატიები.
ლოღიკურად ასეა. ფერშტეიენ?

ფაქტია, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება ჩვენს თავს...", - წერს ფეისბუქ გვერდზე ცოტნე გამსახურდია.

ტეგები