"თავს ილენჩებთ და ამით ცდილობთ თქვენი სამარცხვინო პოზიცია გადაფაროთ" - ირინა სარიშვილი
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2018 20:08
"თავს ილენჩებთ და ამით ცდილობთ თქვენი სამარცხვინო პოზიცია გადაფაროთ" - ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პსტს აქვეყნებს:

"რუსეთმა ომი 2008 წელს კი არა ბევრად ადრე საუკუნის წინ დაიწყოო...
კიდე კაი შეგვახსენეთ თორე არ ვიცოდით :/ .

ან თავს ილენჩებთ და ამით ცდილობთ თქვენი სამარცხვინო პოზიცია გადაფაროთ 2008 წლის მოვლენებში საქართველოს დადანაშაულებით, ან მართლა ლენჩები ხართ და არც ამ შემთხვევაში გეშველებათ რამე!

ლაპარაკია 2008 წლის აგვისტოს სრულიად კონკრეტულ ომზე!
და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით! ისიც იცით რა საზიზღრობაა როცა საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებთ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულში! ასე რომ უხერხულობისგან თავის დასაღწევად ქოცში გარჭობილი პეროები გამოიღეთ, მორჩით დემაგოგობას და ისტორიული ექსკურსით თქვენი მოღალატური პოზიციის პროპაგანდას – ომი კი ზოგადად რუსეთმა დაიწყო მაგრამ 2008 წელს ამ ნაწილში საქართველოა დამწყებიო! ეს არის საქართველოს მტრობა და მტერია ყველა, ვინც ამას ამბობს ან ამის მთქმელს მხარს უჭერს!
სირცხვილია!
ომი საუკუნის წინაც, მერეც და 2008 წელსაც დაიწყო რუსეთმა და ეს ომი გრძელდება!
რუსეთი ოკუპანტია!", - წერს სარიშვილი ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები