ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2018 20:19
ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე 15 ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. ბრძანება დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

აღნიშნული ობიექტები ოჩამჩირის სხვადასხვა სოფელში მდებარეობს.

უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა:

სოფელ ახუწას ციხე, სოფელ ბესლახუბის ეკლესია, სოფელ კვიტოულის წყალსადენი, სოფელ კვიტოულის ძველი გალავანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთები, სოფელ კვიტოულის ციხე -სიმაგრე, სოფელ ფოქვეშის ეკლესია “აბაა”, სოფელ ფოქვეშის ეკლესია, სოფელ გუფის ეკლესია, სოფელ ჯგერდას ეკლესია, სოფელ ჯგერდას სასახლე, სოფელ ჯგერდას ციხე-სიმაგრე, სოფელ ჯგერდას ციხე, სოფელ, კვიტოულის ციხე -სიმაგრე „აბააჟ“, სოფელ ფოქვეშის ციხე “ბიჭიაქვაც”, სოფელ ფოქვეშის ციხე.

 

ტეგები