ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხანძარი ჩააქრეს
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2018 23:21
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხანძარი ჩააქრეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამი სახანძრო ეკიპაჟი ცეცხლს 40 წუთის განმავლობაში აქრობდა.

შემტხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება.

ტეგები