სროლა ვარკეთილში - მოკლულია ერთი ადამიანი
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 09:54
სროლა ვარკეთილში - მოკლულია ერთი ადამიანი

თბილისში, ვარკეთილის პირველ მიკროში სროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაო.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ტეგები