ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 10:54
ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შემთხვევა, სავარაუდოდ, სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება. ამის შესახებ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლებლებზე დაყრდნობით "ინტერპრესნიუსი" წერს.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში სროლის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობდა მოსახლეობის გამოკითხვა და ინციდენტში მონაწილე პირთა დადგენისთვის საჭირო ღონისძიებები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19/109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ტეგები