ინდონეზიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 11:04
ინდონეზიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდინეზიაში, კუნძულ ლომბოკზე, სადაც 5 აგვისტოს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, მაგნიტუდი 6.1 მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები გრინვიჩის დროით 05:25 საათზე, ქალაქ მატართან 10 კილომეტრში დაფიქსირდა.

დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს ინდონეზიაში მაგნიტუდით 7 მიწისძვრა დაფიქსირდა, შემდეგ კი 5.4 და 5.3 აფთერშოკები. სტიქიას 347 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ტეგები