გლდანში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 11:40
გლდანში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობი მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

მესამე მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარედ, 750 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დაიგება ბეტონის საფარი, შეიცვლება ლითონის მავთულ-ბადეები, მოეწყობა ბალახის ხელოვნური საფარი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი. აღნიშნული მისამართის გარდა, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დამატებით, 23 მისამართზე მიმდინარეობს.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პე-ბე“ აწარმოებს, სექტემბერში დასრულდება. მიმდინარე წელს, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ცხრა მისამართზე უკვე განხორციელდა.

ტეგები