მცხეთის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა სექტემბრამდე გადაიდო
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 12:42
მცხეთის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა სექტემბრამდე გადაიდო

არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო სხდომა 28 სექტემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

სახელმწიფო ბრალდებამ საგამოძიებო ვადის გაგრძელება მოითხოვა. დღეს წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც პროკურატურას მოპოვებული მტკიცებულებების ნუსხა უნდა წარედგინა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა.

15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 

ტეგები