საბურთალოს რაიონში 50-მდე თანადაფინანსებული პროექტი ხორციელდება
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 13:42
საბურთალოს რაიონში 50-მდე თანადაფინანსებული პროექტი ხორციელდება

საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, 49 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 754 121 გამოყოფილია ლარი. ცინცაძის ქუჩის N30-სა და N43-ში წყალარინების ქსელი იცვლება; უკვე დასრულდა იოსელიანის ქუჩის N37-ის, ცინცაძის ქუჩის N10-სა და ბენდელიანის ქუჩის N2
კორპუსის სადარბაზოების რემონტი, რაც გამგეობის ბიუჯეტიდან 116 798 ლარით დაფინანსდა; სადარბაზოების რეაბილიტაცია დამატებით სამ მისამართზე მიმდინარეობს.

ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა 15 მისამართზე, რომლის ღირებულებაც 188 644 ლარს შეადგენს. ქანობიანი სახურავის შეკეთება კი, ხუთ მისამართზე განხორციელდა. სართულშუა ნაპრალების სპეციალური მასალით ამოვსების სამუშაოები დასრულდა ცინცაძის ქუჩის N79, N81 და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N28 კორპუსებში, რაც სართულებს შორის წყლის ჩასვლას გამორიცხავს.

ტეგები