1978 წლის 5 აგვისტოს შემდეგ დაბადებულთათვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 13:55
1978 წლის 5 აგვისტოს შემდეგ დაბადებულთათვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტის ძირითადი ნაწილი 6 აგვისტოს შევიდა ძალაში, თავად საპენსიო სისტემა კი, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც ცნობილია, 40 წლამდე დასაქმებულებისთვის სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება.

კანონის თანახმად, სისტემაში ჩართვა სავალდებულოა მათთვის, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით 40 წელი ჯერ არ შეუსრულდა, ანუ 1978 წლის 5 აგვისტოს შემდეგ დაბადებული მოქალაქეებისთვის.

ტეგები