ესპანეთში ძლიერი სიცხის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 15:25
ესპანეთში ძლიერი სიცხის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ესპანეთში, ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერი სიცხეებია, რის გამოც 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანაში ტყის ხანძრებიც მძვინვარებს. ცეცხლს 25 ვერტმფრენი ებრძვის.

გასული კვირის ბოლოდან ესპანეთში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. მეტეოროლოგები მიმდინარე კვირას ტემპერატურის შემცირებას პროგნოზირებენ.

ტეგები