მაშველებმა უკრაინის მოქალაქე დახრჩობას გადაარჩინეს
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 17:43
მაშველებმა უკრაინის მოქალაქე დახრჩობას გადაარჩინეს

აჭარაში, გონიოში - მაშველებმა ლერი შაინიძემ და ნიკა აბდულიშმა უკრაინის მოქალაქე, 20 წლის გოგონა გადაარჩინეს.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ზღვის სანაპიროდან 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:

დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

 

ტეგები