ლიეტუვამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვები დააწესა
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 17:54
ლიეტუვამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვები დააწესა

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვების დაწესების პროცედურა დაასრულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად, ყველა პირი, ვინც აღნიშნულ სიაშია შეყვანილი, შეზღუდვებს დაექვემდებარა.

ლიეტუვის შესაბამის სამსახურს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესების მოთხოვნით ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აგვისტოს მიმართა.

ტეგები