რუსეთ-საქართველოს ომის გმირს, 34 წლის რუსლან გოგოლაძეს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 19:30
რუსეთ-საქართველოს ომის გმირს, 34 წლის რუსლან გოგოლაძეს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

რუსეთ-საქართველოს ომის გმირს, 34 წლის რუსლან გოგოლაძეს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.

სამხედროს განცხადებით, მას დახმარება 2016 წელს შეუწყვიტეს, მიზეზად კი ელექტროენერგიის მაღალი საფასურის ყოველთვიური გადახდა დასახელდა. 

რუსლან გოგოლაძე ოზურგეთში, ბებიას სახლში ცხოვრობს და ბოლო 4 წელია სავარძელს არის მიჯაჭვული, ჯანდაცვის სამინისტრო კი  რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებაზე უარს ეუბნება. ოჯახი 180 ლარიან სახელწიფო პენსიას იღებს, რაც საკვებზეც არ ყოფნით.

რუსლან გოგოლაძის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა საქართველომ უნდა გაიგოს !!

2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალ გმირს რომლის ბატალიონიდანაც ყველაზე მეტი დაიჭრა/დაშავდა ამ ბიჭის ჩათვლით ჩვენმა ხელისუფლებამ მოუხსნა სოციალური დახმარება პლიტის ჩართვის გამო !!

ამას გარდა ხელისუფლება არ აფინანსებს ცოცხალ გმირს რომ სარეაბილიტაციო კურსები გაიაროს !!

ასე ექცევა დღეს ჩვენი ხელისუფლება ცოცხალ გმირებს ეს ბიჭი გმირია და ყველა ჩვენგანის ვალია დავეხმაროთ მას !! ამ ბიჭმა იმიტომ გადაიღო ეს ვიდეო რომ მთელმა საქართველომ გაიგოს ამ დიდი სირცხვილის შესახებ !!

ასეთი გმირების არ დაფასება პირდაპირი გზავნილია ხელისუფლებისგან რომ ერს პატივს არ სცემენ ! ვაიძულოთ ხელისუფლება რომ ამ ბიჭს გამოუყოს სოციალური დახმარება და დაუფინანსოს სარეაბილიტაციო კურსები !!

აი ეს გმირი ირაკლი გოგოლაძე ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე ცხოვრობს .. ჯერ-ჯერობით ამის გარკვევა შევძელით ..

ჩვენ გავარკვიეთ ამ ბიჭის კორდინანტები !

ვითიბი ბანკი ჯორჯია-GE69VT1000000110354516 ეს ანგარრიშის ნომერია მიმღები რუსლან გოგოლაძე !!

ერთად დავეხმაროთ საქართველოს გმირს რომელსაც ხელისუფლება არაფერს უკეთებს ! ეს გმირი ჩვენი სიცოცხლის დასაცავად იდგა საზღვარზე და ამ დღეში ჩავარდა ახლა დროა ჩვენ ვიხსნათ მიისი სიცოცხლე და ხალხის გვერდში დგომა და ძალა ვაჩვენოთ.

თქვენი იმედი გვაქვს ერთად გადავარჩინოთ გმირი !

გაავრცელეთ მაქსიმალურად !

კიდევ თუ არიან ასეთი გმირები დაგვიკავშირდნენ აუცილებლად 

მაქსიმალურად გაავრცელეთ !!"